აფხაზეთის დე ფაქტო პრესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ანრი ბარციცი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს „არაკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს“, ამბობს, რომ წლების განმავლობაში, „ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით“ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასავლური სპეცსამსახურები აფინანსებდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ალბათ ამ სიტუაციაში დადებითის დანახვაც შესაძლებელია. პირველი ალბათ ის არის, რომ იმ შენბობაში, სადა ეს ადამიანები [ოპოზიციის წარმომადგენლები] იმყოფებიან, აფხაზეთის კონსტიტუციის მრავალი ეგზემპლარია და ალბათ, მათ აქვთ, ექნებათ დრო წაიკითხონ ის. მეორე პლუსი ალბათ ის არის, რომ მითები ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების პოლიტიკური გამჭვირვალობის შესახებ გაფანტულია, ნიღბები ჩამოხსნილია.
ალბათ მესამეა ის, რომ ჩვენ ოთხი წელი ვამტკიცებდით, ვსაუბრობდით იმაზე, რომ დასავლური სპეციალური სამსახურები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ წარმომადგენლებს, ხაზგასმით ვამბობ - გარკვეულ წარმომადგენლებს. ამ დაფინანსების მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, ქაოსის და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სრულიად ნეგატიური იმიჯის შექმნა.
როდესაც სალომე ზურაბიშვილი ულოცავს საპროტესტო აქციაში მონაწილე აფხაზ ოპოზიციონერებს გამარჯვებას, როდესაც საქართველოს მოქალაქები და უკრაინის მოქალაქეები ტელეგრამ-არხებით ავრცელებენ მილოცვებს, შეიძლება დასკვნის გაკეთება და დაფიქრება იმაზე, სწორ გზაზე ვართ თუ არა. ამავე დროს, ჩვენი დიდი მეგობარი, აფხაზეთის ხალხის მეგობარი კონსტანტინ ზატულინი, რომელიც ჩვენთან ერთად იდგა მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, სვამს კითხვას, შედგა თუ არა აფხაზური სახელმწიფო“, - განაცხადა ბარციცმა.
მეოთხე დღეა, ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც 15 ნოემბერს აქციაზე რუსეთთან გაფორმებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ გამოვიდნენ, დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. მათ სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის შენობები აქვთ დაკავებული. განვითარებული მოვლენების ფონზე, ასლან ბჟანიამ სოხუმი დატოვა. 16 ნოემბერს მან გადადგომის პირობად „სამთავრობო შენობების“ გათავისუფლება დაასახელა, რასაც მომიტინგეები არ თანხმდებიან.
