აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირისპირ 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით შეხვდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ახალი ვითარება შეიქმნა. აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით გამოვიდა, რომელიც აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ 5 პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს - სახელმწიფოთა მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობისა და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება; სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის ორმხრივი დადასტურება და სამართლებრივი ვალდებულების მიღება, უარი ითქვას ასეთ მოთხოვნაზე მომავალში; სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაზე უარის თქმა, ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენება, აგრეთვე სხვა ფაქტები, რომლებიც არ შეესაბამება გაეროს წესდების მიზნებს; სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; სატრანსპორტო კავშირებისა და კომუნიკაციების გახსნა, სხვა შესაბამისი კომუნიკაციების დამყარება და თანამშრომლობის დამყარება ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში.
ალიევმა აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაჭიანურდეს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. სამიტის ფარგლებში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქმნას მოლაპარაკებების პლატფორმა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. მისივე თქმით, აქ ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვაც.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციამ, რომლის თანახმად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მათ დაადასტურეს, რომ ეს საფუძვლად დაედება დელიმიტაციის კომისიების მუშაობას და რომ ამ კომისიების შემდეგი სხდომა ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება.
სომხეთმა გამოთქვა თანხმობა, წაახალისოს ევროკავშირის სამოქალაქო მისია აზერბაიჯანის საზღვართან. აზერბაიჯანი დათანხმდა ითანამშრომლოს აღნიშნულ მისიასთან, რომელიც მუშაობას ოქტომბერში, მაქსიმუმ ორი თვის ვადით დაიწყებს. მისიის მიზანი იქნება ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით სასაზღვრო კომისიების მხარდაჭერა.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე, რომლებიც წინა ომის შემდეგ სომხეთის ძალებს ეკავათ. სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერშიც. 13 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას, სომხურ მხარეს 207 ადამიანი ემსხვერპლა, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 10 კვადრატული კოლომეტრის დაკავება შეძლო. ათობით მსხვერპლი იყო აზერბაიჯანის მხარესაც.