ბაღდათის სოფელი ნერგეეთი, სადაც 7 თებერვალს, გვიან ღამით განვითარებულმა მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი დამარხა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბული უბნების სიაში აქვს შეტანილი. მაშველებმა ნერგეეთში იპოვეს 4 ადამიანის ცხედარი, ხუთს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტის თანახმად, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა „საქართველოს ამბებს“ მის მოსაპოვებლად სასამართლო დავა დასჭირდა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული საშიში გეოლოგიური პროცესები საფრთხეს უქმნის როგორც საცხოვრებელ სახლებსა და სამეურნეო ნაკვეთებს, ასევე, საავტომობილო გზებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიქტებს.
იმერეთის რეგიონში მაღალი საშიშროების რისკის გავრცელების ზონაშია მოქცეული 86, საშუალო საშიშროების რისკის ზონაში 164, დაბალი საშიშროების რისკის ზონაში 160 დასახლებული პუნქტი.
ამის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელი ნერგეეთი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეწყერსაშიში იყო.
„ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცა ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამდაგვარი არაფერი ახსოვთ, ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.
სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნად არის შეფასებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი წონიარისი, სადაც 6 თებერვალს, მეწყერმა 55 წლის თემურ ბარამიძე იმსხვერპლა.
„თემურ ბარამიძის ოჯახს გასახლების ადგილმონაცვლეობის პროგრამის ფარგლებში თანხა ჰქონდა მიღებული და 2020 წლიდან ის საცხოვრებლად სხვაგან იყო გადასული. სამწუხაროდ, სტიქიის დღეს წონიარისში იმყოფებოდა, სადაც დაიღუპა“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ქედის მერის პირველმა მოადგილემ, იმედა ვასაძემ.
წონიარისის მცხოვრებლების თქმით, მიწის მასის ჩამოწოლისთანავე თემურ ბარამიძე და მისი მეუღლე სახლიდან გარეთ გამოვიდნენ, თუმცა მამაკაცი ტელეფონის ასაღებად უკან შებრუნდა, რა დროსაც სახლი მეწყერმა დამარხა. შემთხვევის ადგილზე უგზოობის გამო მაშველები დროულად ვერ მივიდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტის თანახმად, აჭარაში მაღალი საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია 129, საშუალო საშიშროების რისკის ზონაში 110 დასახლებული პუნქტი.
სპეციალისტების შეფასებით, აჭარაში საშიში გეოლოგიური პროცესების მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება კლიმატურ ფაქტორს. აჭარა ჭარბნალექიანი რეგიონია, რაც განპირობებულია შავი ზღვის სიახლოვით. კლიმატის მკვეთრი ცვლილება და ატმოსფერული ნალექების სიჭარბე, თავსხმა წვიმების, თოვლის პერიოდული გახშირება, მყისიერად აისახება საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარებაზე.
