„ისრაელის საერთაშორისო აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირი რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე. აქედან რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“. ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები“, - განაცხადა პირველი არხის ეთერში ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 3 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ისრაელიდან საქართველოში, ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა.
„სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ. ზოგიერთს გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს, ზოგს უნდა გამგზავრება ისრაელიდან საქართველოში და ასეთ ადამიანებს ვაკვალიანებთ“, - აღნიშნა ელჩმა.
„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა 7 ოქტომბერს განახორციელა და ღაზის სექტორის მეზობელ რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო დარტყმები დაიწყო. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს ოკუპანტ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს 1400 ადამიანი ემსხვერპლა, 212 ადამიანი კი მძევლად ჰყავთ აყვანილი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 4 651 პალესტინელი დაიღუპა.
გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
