„ჩემს ძმას სადარბაზოსთან დახვდა რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ“, - წერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. გია ჯაფარიძე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების აქტიური მონაწილეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
გია ჯაფარიძე ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი და ილია ჭავჭავაძის ცენტრის გამგეობის წევრია. მანამდე ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას - იყო საქართველოს საელჩოს საკონსულო ოფიცერი და მრჩეველი საბერძნეთის რესპუბლიკაში; ევროპის საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი; პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი; კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
- 8 მაისს, თბილისში თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც. მას სახის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. თავდასხმას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, 23 აპრილს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე „დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან“. ჩიქოვანი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.
- 7 მაისს, თბილისში, შვედეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. კლდიაშვილი „ფორმულას“ ინტერვიუს აძლევდა.
- 5 მაისს, ლანჩხუთში, სადარბაზოდან გამოსვლისას თავს დაესხნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს.
- 3 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს. თავდამსხმელების ნაწილი მედიის მიერ იდენტიფიცირებულია. ისინი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან, მათ შორისაა რამდენიმე მწვრთნელი, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ბრალი წაუყენეს მხოლოდ ლადო აფხაზავაზე და მის შვილობილზე თავდამსხმელ ერთ პირს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით ბრალდებულს გირაო შეუფარდა 4 ათასი ლარის ოდენობით.
თავდასხმის სხვა ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოიძია.
