პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორმა და მეგობარმა დავით ხიდაშელმა ააიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“ დააფუძნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საჯარო რეესტრის სააგენტომ ფონდი 2022 წლის 19 დეკემბერს დაარეგისტრირა. ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ხიდაშელია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი - მისივე ბიზნესპარტნიორი, შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ დირექტორი რევაზ მაისურაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მიხეილ ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ფონდის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარი იქნება.
„ეს მისი კეთილი ნებაა. ფონდს თვითონ აფინანსებს. ჩვენ წარვადგენთ პროექტებს და ფონდი განიხილავს, რომელი უნდა დაფინანსდეს. მე არ მაინტერესებს მისი [დავით ხიდაშელის] ინტერესი, მან ფული ჩადო, თვითონ არც უთქვამს, რა მიმართულება უნდა. ჩადო ფული და თქვა - ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარება“, - თქვა ჯანიკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის რევაზ მაისურაძის თქმით, ფონდის შექმნის მიზანი ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერაა და „ბიზნესინტერესი საერთოდ არ არსებობს“.
დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი ფიგურანტია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 2021 წლის იანვარში, დავით ხიდაშელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მადლობა გადაუხადა იმ რუკების ჩამოტანისთვის, რომლითაც მან ივანიშვილის სიტყვებით, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი „დავით გარეჯი შუაზე გაჭრას გადაარჩინა“. მელაშვილი და ილიჩოვა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა, თითქოს მათ საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეათანხმეს. „კარტოგრაფების საქმის“ განხილვა სასამართლოში დღემდე გრძელდება.
2022 წლის 11 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, დავით ხიდაშელს რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით გადასცა. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას საგანგებოდ მალავდა. დავით ხიდაშელმა ლიცენზიის საფასურის სახით 1,151,832 ლარი გადაიხადა, რაც ერთ ჰექტარზე 11 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ხიდაშელმა 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში ირემი და კავკასიური დომბა გაამრავლოს, შემდეგ კი სამონადირეო მეურნეობა მოაწყოს. „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს.
დავით ხიდაშელმა პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე 10-ჯერ ნაკლებ ფასად, 10 მილიონ ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები თბილისში - 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები.
ხიდაშელის კომპანია ფლობს ქალაქ გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალას, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია. 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე ხიდაშელს კურორტზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა და ხალხი დაესაქმებინა, მაგრამ არაფერი გააკეთა. საქართველოს მთავრობამ მას ვადა 2024 წლის გაზაფხულამდე გაუხანგრძლივა.
რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი და დავით ხიდაშელი ფიგურირებენ 2022 წლის 25 აპრილს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით, ვლადიმერ ევტუშენკოვმა ბიძინა ივანიშვილს მარტში, მარცვლეულთან დაკავშირებულ გარიგებაზე სასაუბროდ დაურეკა და უთხრა, რომ მის „იდეას“ საქართველოში დავითი ჩამოიტანდა.