„დღეს ჩანიშნული სხდომები გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გუშინ ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეს და შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობას დაეწერა. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
მისივე თქმით, თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობას მოუწევდა.
„ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო. როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გართიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება. თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ჯერ ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას, ერთიანდება თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავაც ერთ საქმედ“, - აღნიშნავს ქურდოვანიძე.
ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმესთან დაკავშირებით საიას სააპელაციო საჩივრები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, დღეს, სხვადასხვა დროს უნდა განეხილა ბათუმისა და ქობულეთის, ხონის, ვანისა და სამტრედიის, საჩხერისა და ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ.
გუშინ, გვიან საღამოს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო. მოსამართლემ საქმის განხილვის დროის მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განცხადებით, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
