დღეს სტიქიის ზონიდან 140 ადამიანი გამოვიყვანეთ - მღებრიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შოვში ვერტმფრენების მონაწილეობით სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა და ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან კიდევ 140 ადამიანის გაყვანა მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა. ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დილიდან, 7-ის ნახევრიდან დავიწყეთ ეპიცენტრიდან ვერტმფრენებით იმ ადამიანების გამოყვანა, რომლებიც გუშინ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში. დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი.

ეპიცენტრში, აბსოლუტურად ყველგან, შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად არაფერი არ არის, კოტეჯების  ფრაგმენტებია, სადაც ჯერ-ჯერობით ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის საკმაოდ სქელი ფენაა და ელემენტარულად, იფლობიან ადამიანები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივედით“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პარმენ მარგველიძის ინფორმაციით, გუშინ და დღეს, სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გამოყვანილი. სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე ჩამოწვა, რამაც ხეობაში ღვარცოფი გამოიწვია. აქტიური სტიქიური პროცესები საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროები და კოტეჯები ჭალაშია აშენებული, ღვარცოფმა კი მთელი ჭალის ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია მცირე ზომის რამდენიმე კოტეჯი, დაზიანდა სასტუმროებიც. ღვარცოფმა ავტომობილები წაიღო. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია თითქმის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ღვარცოფმა ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

მიუხედავად გასულ დღეებში მოსული ნალექისა, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მოსახლეობა გაფრთხილებული არ ჰყავდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.