საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27-მა კონკურსანტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ისინი სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
განათლების მინისტrის ბრძანებით შექმნილმა კომისიებმა დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით ჩაატარეს. კონკურსის ამ ეტაპზე სულ 755 კონკურსანტი იყო გადასული. 8 ივნისს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 160-მდე კონკურსანტმა გასაუბრება ვერ გაიარა.
„სამართლიან არჩევნები“, რომელიც სასამართლოში კონკურსის 27 მონაწილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვათ ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება დადასტურებულია. მათ შორის იყვნენ ისეთი კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე იკვეთება არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის:
- რიგ შემთხვევებში, გასაუბრების ოქმებში ხელი მოწერილი აქვთ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდნენ;
- გასაუბრების ოქმების ნაწილზე ხელი არ აქვთ მოწერილი კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც გასაუბრებისას კითხვები დაუსვეს კანდიდატებს;
- გასაუბრების ოქმებით არ დგინდება, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდნენ კანდიდატები;
- დირექტორობის მსურველი კონკურსანტები აცხადებენ, რომ გასაუბრების ეტაპზე მათთვის ცნობილი არ ყოფილა შეფასების კრიტერიუმები და კომისიის წევრების მიერ არ კეთდებოდა ჩანაწერები;
- სამინისტროს ინფორმაციით, კანდიდატები ფასდებოდნენ 6 კრიტერიუმის მიხედვით, თუმცა გასაუბრების ოქმებში არ იკვეთება კომისიის წევრთა მიერ კონკურსანტებისთვის თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად მინიჭებული ქულების შესახებ ცხადი ინფორმაცია. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრომ კრიტერიუმები გასაუბრების შემდეგ, ოქმის შედგენისას, ფორმალურად მიუსადაგა შედეგებს;
- გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები მიუთითებს გასაუბრების ფორმალობაზე - გასაუბრება ძირითადად 7-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კანდიდატთა უმრავლესობას კომისიის წევრებმა 2-3 შეკითხვა დაუსვეს, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დირექტორთა შესარჩევ კონკურსში კანდიდატები პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ფასდებიან და არა მათი კვალიფიკაციის, მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე, რითაც უგულვებელყოფილია სასკოლო განათლების პროცესის გაჯანსაღების ინტერესი.