Edison Research-ის ეგზიტპოლსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს შორის შეუსაბამობას კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი რობ ფარბმენი გამოეხმაურა. მისი თქმით, 13%-იანი სხვაობა კენჭისყრის მანიპულირებაზე მიუთითებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ამერიკულმა კომპანიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების დღეს ეგზიტპოლი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატრა, თავისი შედეგები გაანალიზა. Edison Research-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმოხილვა განხორციელდა იმ ბრალდებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შედეგების მთავარი განმსაზღვრელი გაყალბება გახდა.
Edison Research-ი საქართველოში ეროვნულ ეგზიტპოლებს 2012 წლიდან ატარებს. კომპანიის განცხადებით, ყველა წინა ეგზიტპოლმა ზუსტად დაადასტურა კენჭისყრის ოფიციალური შედეგები და გამარჯვებულად „ქართული ოცნება“ აჩვენა. 2024 წლამდე ჩატარებულ 5-ზე მეტ ეგზიტპოლში „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმების საშუალო ცდომილება 2%-ზე ნაკლებია. თუმცა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 54%-მდე მიიღო, ანუ 13 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე Edison Research-ის ეგზიტპოლის შეფასებით 26 ოქტომბრის საღამოს.
„13-პუნქტიანი სხვაობა „ედისონის“ შეფასებასა და „ქართული ოცნების“ ოფიციალურ შედეგს - 54%-ს შორის, ვერ აიხსნება მხოლოდ ნორმალური ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე კენჭისყრის მანიპულირებაზე მიუთითებს. „ედისონის“ მიმოხილვამ დაადგინა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებისგან გადახრა ფართოდ გავრცელებული, მაგრამ ყველაზე აშკარა სოფლებში, ცალკეულ საარჩევნო უბნებში იყო. ეს ის ადგილებია, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მანიპულირება უბნის დონეზე“, - ამბობს რობ ფარბმენი.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2023-24 წლებში საქართველოში 12 ეროვნულ-წარმომადგენლობითი კვლევა ჩაატარეს. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არცევნების შედეგებს დაახლოებით 10 პუნქტით ჩამორჩებოდა. ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის მაჩვენებელს 6 პუნქტით გადააჭარბა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს გამოეხმაურა კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Harris X-ი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა. კომპანიაში განაცხადეს, რომ 12 000-ზე მეტი ქართველი ამომრჩევლის ეგზიტპოლის შედეგების ანალიზი, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებთან შედარებით, ავლენს შეუსაბამობას მთლიანი ხმების 8%-ზე, ანუ 172 523 ხმაზე, ქვეყნის მასშტაბით, რაც არ შეიძლება აიხსნას სტატისტიკური გადახრით და მიუთითებს კენჭისყრის დროს შესაძლო დარღვევებზე.
ცესკოს ოფიციალური შედეგები უფრო მეტად ემთხვევა სამთავრობო არხის, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლს, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ხმების 56.1% მიიღო.