ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ სარაევოს 29-ე კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და მთავარი ჯილდო „სარაევოს გული“ საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში მოიპოვა. გარდა ამისა, ამავე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელს, ეკატერინე ჩავლეიშვილს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
„მინდა, ეს გული მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დაუცენზორებელ კინოს“, - განაცხადა ნავერიანმა ჯილდოს მიღების შემდეგ.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა და შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული. ფილმის მთავარი გმირია 48 წლის ეთერო, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიას უძღვება. გადაწყვეტილი აქვს, დასაოჯახებელი იყოს, ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. თუმცა დისტრიბუტორ კაცთან მოულოდნელმა სასიყვარულო ურთიერთობამ შეიძლება მისი გეგმები გაანადგუროს.
ფილმი პირველად 2023 წლის მაისში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში „15 კინემატოგრაფისტი“ აჩვენეს. ახლახანს „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა. გამარჯვებულები ევროპული კინოსდაჯილდოების რიგით 36-ე ცერემონიაზე, 2023 წლის 9 დეკემბერს, ბერლინში გამოვლინდებიან.
სარაევოს კინოფესტივალი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კინოფესტივალია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. წელს კინოფესტივალში კიდევ ორი ქართული ფილმი მონაწილეობდა - დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში რეჟისორ გიორგი ფარქოსაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ პრემიერა შედგა. გარდა ამისა, ფესტივალზე აჩვენეს ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმი „ავტოპორტრეტი ზღვარზე“.
