„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ეს არის მოუტ***ლი ქალების სინდრომი“, - თქვა ოდიშარიამ იმ დროს, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, ტრიბუნასთან კი „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი იდგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნება“ თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ მმართველი პარტიის დეპუტატები უჭერდნენ მხარს კვოტირებას და კანონპროექტიც „დიდი ზარზეიმით“ მიიღეს.
„არ მიკვირს განსაკუთრებული შეტევა ქალებზე, ქალ დეპუტატებზე და ზოგადად, ქალებზე. თქვენ ხომ ის პარტია ხართ, რომლის მთავარი პროპაგანდისტები და აპოლოგეტები დადასტურებულად სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ადამიანები არიან. გადაფარებული ხართ ამ ხალხზე. თქვენ ხომ ის პარტია ხართ, რომელმაც არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ფემიციდი დასრულებულიყო. თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომელიც არ იმჩნევთ, როგორ იძირება და იღუპება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ნარკოპანდემიაში და გაყურსულები ხართ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნარკოდანაშაულებს ზემოდან ჰყავს მფარველი ყოველთვის“, - ამბობდა ანა ნაცვლიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, უმრავლესობის წევრები ბექა ოდიშარიას დეპუტატის მანდატს უნდა ატოვებინებდნენ, „მაგრამ როდესაც ქალებს თავად ებრძვიან, კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება“.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებას, რომელიც პარტიული საარჩევნო სიის შედგენისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
2020 წელს, მმართველი პარტიის მხარდაჭერით, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიები ვალდებულნი არიან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია შეადგინონ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს ქალი. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2023 წლის თებერვალში, გენდერული კვოტირების წესის მოქმედება 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტირება ეხება მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც. კერძოდ, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.