ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა 15 მაისს, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჰკითხეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად და ვთქვი მკაფიოდ და ცალსახად, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ახლა, როდესაც ის მიღებულია, არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა კანცლერმა.
12 აპრილს, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებდა ევროკავშირის და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას და ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს არ მიიღებდა.
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონის საბოლოო ვარიანტში შეიტანა ცვლილება, რომელიც ფიზიკურ პირებს აკისრებს ვალდებულებას, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ. სამინისტროს შეეძლება მოითხოვოს ისეთი მონაცემიც, რომელიც დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
პრეზიდენტი აპირებს რუსულ კანონს ვეტო დაადოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები არ გაითვალისწინოს და ვეტო დაძლიოს.
