ევროკავშირის საბჭომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირი სომხეთს პირველად დაეხმარება ევროპული სამშვიდობო ფონდიდან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარების მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება. ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში.
„უსაფრთხოება სომხეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება. ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ეს ზომა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის მდგრადობას. ჩვენ გვაქვს ორმხრივი ინტერესი, გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ასევე განვიხილოთ სომხეთის სამომავლო მონაწილეობა ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიებში და ოპერაციებში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდება ევროკავშირის სომხეთთან პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, მიზნად ისახავს სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.
ევროპული სამშვიდობო ფონდი, რომელიც სამი წლის წინ შეიქმნა, საქართველოს თავდაცვის ძალებსაც ეხმარებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, ევროკავშირმა 30 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხი შეაჩრა. როგორც ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც“.
საქართველოსადმი ევროპული სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერა მზარდი იყო: თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად 2021 წლის დეკემბერში 12.75 მილიონი დამტკიცდა, 2022 წელს - 20 მილიონი, ხოლო 2023 წელს - 30 მილიონი ევრო. გასულ წელს გამოყოფილი თანხით საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება, მომსახურება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მომზადება დაფინანსდა.
ამ თემაზე:
ეს 30 მილიონი არაფერს არ წყვეტს და ჩვენს ჯარს არც შეიარაღებაში ხმარდებოდა - ქადაგიშვილი
