ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ თავშესაფრის მინიჭებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მიზანი მასობრივი მიგრაციის შეჩერებაა. რეფორმის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ის ძირს უთხრის თავშესაფრის მიღების უფლებას და არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებას თავშესაფრისა და მიგრაციის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. ევროკავშირის მოქალაქეებს სურთ, რომ მათი მთავრობები მიგრაციის გამოწვევებს გაუმკლავდნენ და დღეს ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ეს რეფორმა თავსატეხის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა ევროკავშირი ერთგულია თავისი გადაწყვეტილების, დაძლიოს მიგრაციის ძირეული მიზეზები, წარმოშობისა და ტრანზიტის ქვეყნებთან ერთად მუშაობითა და მიგრანტების კონტრაბანდასთან ბრძოლით“, - განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა.
ხუთი კანონი, რომელზეც სამწლიანი დებატების შემდეგ შეთანხმდნენ, ეხება თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის მართვის ყველა ეტაპს. რეფორმა მოიცავს სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას, საზღვრებზე დაკავების ცენტრების შექმნას, თავშესაფრის განცხადების განხილვის პროცედურის დაჩქარებას, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესულების ეფექტურად გაძევებას და მიგრანტების უფრო სამართლიან განაწილებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ ევროპის თავშესაფრის სისტემა მეტად ეფექტური გახდება, გაიზრდება სოლიდარობა წევრ ქვეყნებს შორის, რაც შესაძლებელს გახდის შემსუბუქდეს დაწოლა იმ ქვეყნებზე, სადაც მიგრანტების დიდი ნაწილი შედის. საუბარია თავშესაფრის მაძიებლების ნაწილის გადაყვანაზე ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც უარს იტყვიან მათ მიღებაზე, ფინანსურ ან მატერიალურ დახმრებას მისცემენ მათ, რომლებიც ამას გააკეთებენ.
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-მა მიმდინარე წელს, ნოემბრის ჩათვლით, 355 000-ზე მეტი უკანონო საზღვრის კვეთა დააფიქსირა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეფორმაზე შეთანხმებას მიესალმნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც იტალია და გერმანია არიან. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რეფორმა ტვირთს შეუმსუბუქებს ყველა ქვეყანას, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა, მათ შორის, გერმანიასაც.
მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ უნგრეთი გამოვიდა. „ჩვენ არავის შემოვუშვებთ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ვერავინ ბრიუსელიდან ან სხვა ადგილიდან ვერ გვეტყვის, ვისი შემოშვება შეგვიძლია და ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ამ პოზიციისთვის დაგვსაჯონ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.
რეფორმა გააკრიტიკეს მიგრანტებთან მომუშავე გავლენიანმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, Amnesty International-მა, Oxfam-მა, Caritas-მა და Save the Children-მა.
„სინამდვილეში, დღეს მიღწეული შეთანხმება ისტორიულად ცუდია. აშკარაა, რომ კანონმდებელთა უმრავლესობისთვის პრიორიტეტი იყო საზღვრების ჩაკეტვა და არა ადამიანების დაცვა, მათ შორის, ოჯახებისა და ბავშვებისა, რომლებიც ძალადობას, კონფლიქტს, შიმშილსა და სიკვდილს გაურბიან და ევროპაში დაცვის ეძებენ“, - ნათქვამია Save the Children-ის განცხადებაში.
Amnesty International-ის შეფასებით, დღევანდელი შეთანხმება პრაქტიკაში ნიშნავს ევროკავშირის საზღვრებზე უფრო მეტი ადამიანის დაკავებას.
რეფორმასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებზე, დისკუსიები 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. მას სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე დაამტკიცებენ.