შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა გამოძიება გალერეის კედლიდან მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და მის ადგილას საღებავით წარწერის (ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია) გაკეთების ფაქტზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 5 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 6 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
„2023 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანდრო სულაბერიძე საქართველოს ეროვნული გალერეის მიერ ორგანიზებული გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე იყო. გამოფენის მიმდინარეობისას, მან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ამის გამო გამოფენის კურატორი პოლიციაში დაიბარეს, მხატვრის წინააღმდეგ კი სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო ქურდობის მუხლით. ღონისძიების ორგანიზატორებმა კედელი სრულად აღადგინეს და თავდაპირველი სახე დაუბრუნეს.
ხელოვანებმა, გამოფენის სხვა მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მოუწოდეს ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეეწყვიტათ ხელოვანის დევნა, რადგან ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ხელოვანის პერფორმანსი მხატვრული პროცესის ნაწილი იყო.
გასულ წელს, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერება“ ჩვენება აკრძალეს კინოს სახლში. ფილმი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხეების შესახებ არის - „საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით გიგანტებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები“.
