ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
აქამდე მოქმედი პროგრამით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია დადგენილი ტარიფის ფარგლებში არა უმეტეს 70 000 ლარით ფინანსდებოდა, პაციენტის თანაგადახდის წილი კი 50 000 ლარს შეადგენდა. მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტს თანაგადახდის წილი მთლიანად მოეხსნა და ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურებას სრულად - 120 000 ლარით დააფინანსებს.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება, თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე. ცვლილება დაახლოებით 233 000 ბავშვს შეეხება. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა.
