გორის მერიის ააიპ-ის ბუღალტერმა აზარტული თამაშებისთვის ბიუჯეტიდან 370 479 ლარი მიითვისა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები -  გ. კ, დ. წ. და ზ. ი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ  დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც ისარგებლა ბუღალტერმა ლელა წკრიალაშვილმა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში, სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 370 479 ლარი.

ლელა წკრიალაშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ის 14 აპრილს დააკავეს. თავდაპირველად მას 144 ათასი ლარის მითვისებას ედავებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და კიდევ ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 000 ლარი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი“ შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა 142 629 ლარის მითვისებას ედავება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს. ის მაისში დააკავეს. გამოძიების მასალების თანახმად, ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხული თანხები აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).