„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლო თვეებში გვაქვს შეჯიბრი, კონკურსი საქართველოს მთავრობის წევრებსა და მმართველი პარტიის წევრებს შორის, ევროკავშირს ყველაზე უკეთ ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დასვამს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს ნამდვილად მიუღებელია. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
დიპლომატის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება ხელისუფლების გადაწყვეტილებების, ქმედებებისა და განცხადებების შედეგია.
„საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული პირობების შესაბამისად მოხდება. სამწუხაროდ, გასული წელი დაიკარგა. იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო მიახლოებოდა ევროკავშირს, მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, დააჩქარეს საჭირო რეფორმები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.
ივნისში ევროკავშირი საბჭომ, 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ძალიან მტკივნეული და სამწუხაროა, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების კონტექსტში, რომლებმაც დააჩქარეს მათი გაწევრიანების პროცესი. ეს გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მიღებული იყო როგორც შედეგი საქართველოში წინასწარ განზრახული ქმედებებისა, გადაწყვეტილებებისა და დამტკიცებული კანონებისა. ასე რომ, პრობლემა ბრიუსელში არ არის, არც ვაშინგტონში, პრობლემა და გამოსავალი არ არის კიევში, პრობლემაც და გამოსავალიც არის საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების, ქმედებებისა და განცხადებების შედეგია, რომ 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს.
ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთხოვნა, რომელიც ერთი წლის წინ გვქონდა გაფართოების პირველ ანგარიშში, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა, იყო შემდეგი - გააჩერეთ ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივები. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში ეს ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია არ შეჩერებულა. პირიქით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
17 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს „სერიოზული შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან და პრინციპებთან. მათი განცხადებით, „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს“. ამავე დროს, ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე.
