სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო. მისი შეფასებით, ეს საკითხი „საკრალურ დონეზეა“ აყვანილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ევროკავშირში მოხვედრა - არ მოხვედრის საკითხი არის მხოლოდ ერთი საკითხი. უამრავი სხვა საკითხია, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ხდება აპელირება იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში შესვლა.
ეს ალბათ ასეა, მაგრამ იმავე კვლევებში, იგივე NDI-ს კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები ამოვიდა, როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, მხოლოდ 2%-ს მიაჩნია, მნიშვნელოვანი საკითხების სიაში რომ იყოს ეს. ანუ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია - სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა, განათლება, ტერიტორიული მთლიანობა. უამრავი სხვა საკითხია, რომელზეც ხალხი იძახის, რომ ეს არის ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი და 2% კვლევაში, რომელიც ვიპოვე, დაახლოებით 4-5 წლის წინანდელი კვლევა, ამბობს რომ ევროკავშირში შესვლა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. „მინდა შესვლას“ ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“ ამბობს პატარა ნაწილი.
ჩვენ ახლა ავიღეთ და ეს, რაღაცნაირად, გავაფეტიშეთ, ვაფეტიშებთ, ყოველ შემთხვევაში. ამას აკეთებს ოპოზიცია უკვე ღიად, მემგონი, დასავლეთის მხარდაჭერით. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის იმ პოზიციაში, სადაც პასუხობს და ვითომ მისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე არის ჩვენი ქვეყნის მთელი ყურადღება გადატანილი.
თან ეს ხდება იმ პირობებში, რომ ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე, არის დოგმატის დონეზე. „იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ წერია კონსტიტუციაში“. ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში?! საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავ და არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ესეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია, სადღაც შევალ არ შევალ. კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია“, - განაცხადა რუხაძემ საკუთარი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს კონსტიტუციას 78-ე მუხლი დაემატა, რომელიც ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 2019 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაწერეს, რათა „ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რომ ჩვენი კურსი ურყევია, რაც არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომლის ნაწილიც უნდა გავხდეთ“.