საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ინაუგურაცია დღეს, 30 ივლისს არის დაგეგმილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. თეირანში ჩავა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ასევე, დელეგაცია რუსეთიდან, რომელსაც დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი უხელმძღვანელებს.
ფეზეშქიანი პრეზიდენტად ივლისის დასაწყისში აირჩიეს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, ებრაჰიმ რაისი 19 მაისს, ვერტმფრენის ჩამოვარდნას შეეწირა. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ფეზეშქიანის პრეზიდენტად დამტკიცების შესახებ ბრძანებულებას ხელი კვირას, 28 ივლისს მოაწერა.
ირაკლი კობახიძე თეირანში მეორედ გაემგზავრა. 22 მაისს, ის საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, რაისის დაკრძალვას დაესწრო. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ ტერორისტული ორგანიზაციების „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „თალიბანის“ ლიდერები, ასევე, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და სხვები.
