საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ ტერორისტული ორგანიზაციების „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „თალიბანის“ ლიდერები, ასევე, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და სხვები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
სამგლოვიარო პროცესია ქალაქ თავრიზში 21 მაისს დაიწყო, დღეს, 22 მაისს კი, თეირანში, ირანის უზენაესი ლიდერის ხელმძღვანელობით, მიცვალებულებისთვის ლოცვა, ჯანაზა-ნამაზი ჩატარდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თეირანში დაკრძალვის ცერემონიას სულ მცირე 68 ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ლიბანის, ალჟირის, ყაზახეთის, ეთიოპიის, მალის და უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარეები, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიბანის, ეგვიპტის, ტუნისის, საუდის არაბეთის, ქუვეითის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შრი-ლანკას, ავღანეთის, პაკისტანის, ვენესუელას და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, სომხეთის და ბელარუსის პრემიერები.
ირანში გამგზავრებამდე ირაკლი კობახიძე ირანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც ელჩ მაჰმუდ ადიბს შეხვდა. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
კობახიძის დღევანდელ ვიზიტამდე საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი ირანში ბოლოს 2017 წელს იმყოფებოდა (პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი), მანამდე 2004 წელს ირანში ჩავიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და ხელისუფლების კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა, 19 მაისს, ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებამ კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.
