იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია 4839 პატიმარს შეეხება, დაუყოვნებლივ კი 1000 პატიმარი გათავისუფლება. კანონპროექტს პატიმრების ოჯახის წევრები აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ამნისტია საყოველთაო იყოს. ზოგიერთმა პატიმარმა ამ მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება. სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. სასჯელის 1/6-ით შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლს შეეხება. გარდა ამისა, პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდებათ პრობაციონერებს.
„სასჯელის 1/6 -ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს 22 000 პრობაციონერი გვყავს და აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7000 პრობაციონერს შეეხება, ანუ საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა, კანონპოექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წევრები ესწრებოდნენ. იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამნისტიას ზოგიერთ დანაშაულზე პოლიტიკური მიზეზების გამო არ ავრცელებს. ხვიჩიამ მათ შორის დაასახელა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი). „იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხოს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე მუხლით სხედან ციხეში, მგონი, არაა სამართლიანი ვუთხრათ, რომ არც ერთს არ გაგიშვებთ იმიტომ, რომ მიშა ზის ციხეში ამ მუხლითო“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ ეხება ამნისტია დანაშაულის დაფარვას და შეუტყობინებლობას: „გამოდის, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით, გარეთ შეიძლება გამოვიდეს დამნაშავე, მაგრამ ადამიანი, რომელმაც იგივე დანაშაული დაფარა, ამნისტია არ შეეხება“.
სახალხო დამცველი რეკომენდაციაა, რომ პარლამენტმა უვადო პატიმრების საკითხზეც იმსჯელოს.
„შემიძლია გადმოგცეთ მათი დიდი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ გამოვლენილი იქნება პოლიტიკური ჰუმანური მიდგომა.
დღეის მდგომარეობით 82 უვადოდ თავისუფლებაღკვეთილი პირია და მათგან 55 არის ისეთი, რომელიც სასჯელს იხდის უკვე 15, 20, 25 წელი. არიან ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 19 წლის ასაკში და საპატიმროში არიან დაახლოებით 27 წელია, ანუ იმაზე დიდი ხანი არიან პენიტენციურ სისტემაში, ვიდერე თავისუფლებაზე იყვნენ. მათი დახასიათებები, იუსტიციის სამინისტრო მომზადების ორწლიანი პროგრამის გავლა, დადებითი ანგარიშები და ა.შ. - ბევრი ისეთი ფაქტორია, რომელიც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა იმსჯელოთ, გარკვეულ რაოდენობას გარკვეული თვალსაზრისით მაინც რომ შეეხოს ამნისტია.
ბუნებრივია სახალხო დამცველის პოზიცია არ არის ის, რომ ყველა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილს შეეხოს ამნისტია, დღესვე გათავისუფლდეს, მაგრამ ჩვენი თხოვანაა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს რაიმე კრიტერიუმის შემუშავებაზე, მაგალითად, იქნებ რომელიმე დამამძიმებელ გარემოებას შეეხოს ამნისტიის კანონი“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციაა ამნისტიის აქტი შეეხოს იმ პატიმრებსაც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საპარლამენტო უმრავლესობა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის დღეს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე და მესამე მოსმენით მიღება სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ არის დაგეგმილი.
საქართველო 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს. 2022 წელს საქართველოში 9542 პატიმარი იყო, 2023 წელს 9868, ხოლო დღეს პატიმართა რიცხოვნობა 10 400 პირს შეადგენს.