ივნისიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შეამოწმებენ. პირველ ეტაპზე, გზებზე კონტროლი ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ განაცხადა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.
თუ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სპეციალური ხელსაწყოებით გაზომვის შემდეგ დაადგენენ, რომ გამონაბოლქვში კონკრეტულმა მავნე ნივთიერებებამ დასაშვებ ნორმას გადააჭარბა, ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება. 30 დღის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება.
„პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ამასთან, შემოწმებას გაივლის ის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც გზაზე მოძრაობს და ხილული გამონაბოლქვი არ გააჩნია. ჩვენს ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნება.
თუ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ადგილზე დაუდგინდება მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და ავტომობილის მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას უფლება აქვს, უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში ავტომობილის გადაყვანა მოითხოვოს. ტექინსპექტირების ცენტრში ახლიდან გადის ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას, ოღონდ არამარტო გამონაბოლქვზე. თუ დადასტურდება ჩვენს მიერ წარდგენილი შედეგები, შედგენილი ოქმი ძალაში რჩება. თუ არ დადასტურდა, ჯარიმის ანულირება მოხდება. ამ შემთხვევაში, ტექინსპექტირების საფასურის გადახდა არ ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს“, - განაცხადა ტარიელ ირემაძემ და აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა გამონაბოლქვის შესამოწმებლად სპეციალური ხელსაწყოების შეძენა უკვე დაიწყო.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (გამონაბოლქვი) ასახელებს ყველაზე გავრცელებულ სამ მიზეზს შორის, რის გამოც ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადიან.
„მავნე აირებზე დახარვეზება, ალბათ, გაიზრდება გზებზე კონტროლის დროს. ასე თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან ის ავტომობილები, რომელთაც გამონაბოლქვში მავნე აირების ჭარბი რაოდენობა აქვთ.
გზაზე კონტროლი მნიშვნელოვნად შეცვლის მძღოლების ქცევას, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულნი იყვნენ კატალიზატორების თხოვებაზე, გაქირავებაზე და ა.შ. გზაზე შემოწმება იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ავტომობილი დაუგეგმავად, დამატებით გადამოწმდება და აქედან გამომდინარე, მძღოლები უფრო მეტად იქნებიან მობილიზებული, რომ მათი სატრანსპორტო საშუალება გამართული იყოს“, - აღნიშნა ირემაძემ.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუხედავად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდისა, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა წლიდან წლამდე ერთ ნიშნულზე რჩება. 2022 წელს შემოწმება 785 000-მა ავტომობილმა გაიარა მაშინ, როდესაც რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა მილიონნახევარს აღემატება.tra