კანდიდატი ქვეყნები EU-ის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ - ანალენა ბერბოკი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„გეოპოლიტიკური მიზეზები თანაბრად მნიშვნელოვანია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ბალკანეთის შემთხვევაში, გაწევრიანების პროცესი უნდა უზრუნველვყოთ ისე, რომ მთელი თაობა არ დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისი თქმით, თუ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ევროპა გარე თავდასხმის წინაშე მოწყვლადი გახდება.

„20 წლის წინ, სალონიკში ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დაჰპირდა, რომ ევროკავშირის კარი ღია იქნებოდა მათთვის, თუ ისინი შეასრულებდნენ შესაბამისს კრიტირიუმებს. 20 წლის წინ, მშობლებს, რომლებმაც მაშინ ბავშვები გააჩინეს, იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილები ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ისწავლიდნენ. მაგრამ ეს ბავშვები 18, 19 ან 20 წლის არიან ახლა და ამ ბავშვების მშობლების ოცნება არა თუ არ ასრულდა, არამედ, გულახდილი რომ ვიყო, ზოგიერთ შემთხვევაში გაჩნდა იმედგაცრუება.

ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაწევრიანების პროცესი მოხდეს ისე, რომ მთელი თაობა არ დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უპირატესობებში ადრეულ ეტაპზე, მანამდეც, ვიდრე მათი ქვეყანა სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ეს შესაძლებლობები. რატომ არ ვიწვევთ ქვეყნებს, რომლებთანაც ფინალურ ეტაპზე ვართ, დაესწრონ საბჭოს შეხვედრებს, როგორც დამკვირვებლები? მაგალითად, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ საერთო მომავალზე. ამის სანაცვლოდ კი მათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიწვევთ კომისიის მოხსენებების მოსმენისას. თუ არ გვინდა, რომ ჩვენი სამეზობლო გახდეს რუხი ზონა, მაშინ ჩვენ ეს ადამიანები მაგიდასთან უნდა დავსვათ ახლა. მაგრამ თანაბრად ცხადი უნდა იყოს და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე კვირის წინ ალბანეთში, რომ ეს ეტაპობრივი ინტეგრაცია არ ნიშნავს ალუბლის დაკრეფას, რადგან აქ პრინციპულ კითხვებზე ვსაუბრობთ. ევროკავშირი ფუნქციონირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი საერთო ფუნდამენტური ღირებულებები - კანონის უზენაესობა, დემოკრატია ყოველთვის იქნება ევროკავშირის მყარი საფუძველი. ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ძლიერ მხარეებს“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ეს ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ „ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე“.

„მოსკოვი და პრეზიდენტ პუტინი ეცდება, გააგრძელოს იმპერიალური მიზნები ევროპაში, რაც არა მხოლოდ ჩვენგან უკრაინის იზოლაციას ნიშნავს, არამედ მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იზოლაციასაც.

ჩვენ ვარწმუნებთ უკრაინას, რომ გზის დასასრულს თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ასევე თქვენ გვერდით ვართ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ გზაზე ფინანსური თუ პოლიტიკური კუთხით.

იგივე ეხება მოლდოვას, 24 თებერვლამდე გაზის უმეტესი ნაწილის ექსპორტს რუსეთიდან ახორციელებდა, ახლა კი რეკორდული სისწრაფით მოახერხა რუსეთის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება.

ეს თანაბრად სიმართლეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ამდენი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სწორი გზა, სადაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გარკვევით გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო.

გაწევრიანების პროცესი არაა ავტომატური პროცესი“, - აღნიშნა ბერბოკმა.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. საქართველოს განაცხადზე კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში, პრიორიტეტებს შორის დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).