„ქართული ოცნება“ 25%, „ნაციონალური მოძრაობა“ 12% - IRI-ის გამოკვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 16%-მა არ იცის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 3-3% ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დაუჭერდა მხარს. 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ პარტიებს - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „ლეიბორისტული პარტია“, „ხალხისთვის“, „გირჩი“,  „პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი“. გამოკითხულთა 1-1% ხმას მისცემდა „ლელოს“, „მოქალაქეებს“, „კონსერვატიულ მოძრაობა - ალტ-ინფოს“.

გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ საარჩევნო ბიულეტენს გააფუჭებდა, 6% ხმის მიცემაში მონაწილეობას არ მიიღებდა. გამოკითხულთა 7%-მა მკვლევარების შეკითხვას არ უპასუხა. 

შეკითხვაზე, რომელ პარტიებს არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში (რესპონდენტებს მაქსიმუმ სამი პარტიის დასახელება შეეძლოთ) პასუხები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 33%; „ქართული ოცნება“ - 30%; „პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი“ - 18%; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ - 15%; „ევროპული საქართველო“ - 14%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 12%; „გირჩი“ - 12%.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოკითხულთა 34% ცალსახად მხარს უჭერს, 34% კი ამ მოთხოვნას ცალსახად ეწინააღმდეგება.

მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ნახვა სურს გამოკითხულთა 72%-ს, რაც 12%-ით მეტია მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან (60%) შედარებით. რესპონდენტების 22% დღეს არსებული არჩევანითაც კმაყოფილია.

IRI-ს დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს  +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.