„ქართული ოცნების“ მთავრობა 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს. საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ მის უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მთავრობამ პარლამენტს მიმართა. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა. ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“, - განაცხადეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში.
„უსაფრთხოების საბჭო დისფუნქციური იყო მაშინაც, როვა ვითომ არსებობდა. სწორედ იმის გამო, რა ბუნებაც აქვს ამ რეჟიმს - ეს რეჟიმი იმართება ერთი კაცის მიერ, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს“, - აცხადებს 2010-2013 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია.
„ყოველთვის საქართველოში, უსაფრთხოების დოკუმენტში მთავარი საფრთხე იყო რუსეთი. კობახიძეს უნდა ამის გაქრობა და ამოღება“, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.
„რაც ირაკლი კობახიძე დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირების დროს, მას არცერთხელ არ მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო. ორგანულად ვერ იტანს უსაფრთხოების საკითხებს“, - ამბობს თეაონა აქუბარდია, 2022-2024 წლებში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად შექმნილი ორგანოა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. წესით, საბჭოს სხდომება 3 თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს. 2019 წლამდე უშიშროების საბჭო პრეზიდენტთან არსებობდა.
