რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ კირბალიდან 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლა. დოთიაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთში გადმოსცეს. მას სახეზე დაზიანება აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განმარტა, რომ დოთიაშვილისგან მიღებული ინფორმაციით, დაზიანება დაკავების დროს მიაყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
ლევან დოთიაშვილმა ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ხვალ ისაუბრებს. ის რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის თვითმხილველია.
„ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
58 წლის თამაზ გინტური რუსმა სამხედროებმა იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. მას ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფლის მცხოვრები 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი ოთხი დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ.
7 ნოემბერს, ცხინვალის ტელევიზიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გახსნეს აჭედილი ეკლესიის კარი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა.
კირბალში მდებარე ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზს იქით არის მოქცეული. აგვისტოში ოკუპანტებმა ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტით აჭედეს, რომ მომლოცველები ვეღარ შესულიყვნენ.
მოკლული თამაზ გინტური რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე და წოდებით მაიორი იყო. ადგილობრივები ამიტომაც ფიქრობენ, რომ რუსი სამხედროები მას ჩაუსაფრდნენ და განზრახ მოკლეს.
მოკლულის ოჯახი ითხოვს კირბალში პოლიციის საგუშაგო მოეწყოს, რომ ასეთი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული.
