სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ დამკვირვებელთა რეგისტრაცია დაასრულა. როგორც კოალიციის სპიკერმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, სულ 4200 დამკვირვებელი დარეგისტრირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან აბსოლუტურად ყველა საარჩევნო ოლქში. ჩვენ ასევე კოორდინირებული ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმის დაცვა“, - თქვა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ჩემი ხმა“ 25 ოქტომბერს წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშის წარდგენას გეგმავს. მანამდე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ აქტიურ პრობლემად იკვეთება „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთარებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები.
„მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომელსაც ფლობენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უწყებები. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა მმართველ პარტიას გაუმარტივდეს ამომრჩეველთა მართვა.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების, ხელყოფის არაერთი ფაქტის შესახებ და ჩვენც არაერთხელ მოვუწოდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეესრულებინათ თავიანთი ფუნქციები წინასაარჩევნო პროცესში, ამ დრომდე არცერთი უწყებისგან არ მოგვისმენია განმარტება მათ მიერ განხორციელებული რეაგირების, ჩატარებული შემოწმების და გამოძიების შესახებ“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა კიდევ ერთ პრობლემად დასახელდა. როგორც თოლორაიამ განაცხადა, ასეთი ფაქტების შესახებ კოალიციას „ჩემი ხმა“ ათობით მოქალაქემ მიმართა.
„წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევას შეუძლებელია ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები. გავრცელებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზანი არის აჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ჩამორთმეული პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა პირების არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბება“.
ლონდა თოლორაიას თქმით, ჩამოთვლილი დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ „ამ ფაქტებს აქვს მასშტაბური ხასიათი“.
„ჩემი ხმა“ ყურადღებას ამახვილებს „დეზინფორმაციულ კამპანიაზე“, რომელიც, კოალიციის ინფორმაციით, საჯარო სამსახურებშიც მიმდინარეობს. თოლორაიას განმარტებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს, ელექტორნული საშუალებებით ხმის მიცემა ფარული არ არის.
„ასეთი სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში და არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს. ხმის მთვლელი და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ელექტრონულად ხმის მიცემის არსებული პროცერდურა აბსოლუტურად უზრუნველყოფს ხმის ფარულობას“, - აღნიშნა თოლორაიამ.
საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 26 ოქტომბერს ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ერთიან სიაში 3 113 747 ამომრჩეველია. 135 922 ახალგაზრდას წელს პირველად მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.