აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ამბობს, რომ ეთანხმება მას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
„კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტში ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ვეთანხმები მას - საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს“, - წერს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენს X-ზე უპასუხა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „გმადლობთ ქართველი ხალხის ურღვევი ნების და გადაწყვეტილების - აღადგინოს თავისი ევროატლანტიკური გზა ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური და დემოკრატიული გადაწყვეტის გზით, ახალი არჩევნებით - ამ ღირებული მხარდაჭერისთვის“.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ახალი არჩევნების საფუძველია. მისი თქმით, ქვეყნის შიგნიდან და გარედან „ყველანაირი ზეწოლა“ უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდეს, არჩევნები დანიშნოს. ზურაბიშვილმა ივანიშვილთან შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა.
24-ე დღეა, თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპრლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
მრავალათასიანი დემონსტრაციები დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა „ქართულმა ოცნებამ“ 28 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
