უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ფორმირების 300-მდე წევრზე, რომელთა უმეტესობა ახლა უკრაინაშია, საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გამოცემა The Insider-თან ინტერვიუში, რომელიც 21 ივლისით თარიღდება, მამუკა მამულაშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკრაინის მხარეს მებრძოლი მოქალაქეების დაბარებას.
„მოვლენების ასეთი განვითარება მას შემდეგ ვიწინასწარმეტყველე, რაც რუსეთმა ჩვენზე ძებნის გამოცხადება დაიწყო. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ.
ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში დაბრუნდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა წასვლა ურჩიეს, ეუბნებოდნენ: „აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ წახვიდეთ“. არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეებიდან ვიღაც შესაძლოა რუსეთს გადასცენ, მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. მე უკვე გავავრცელე ინფორმაცია ქართველი მებრძოლებისთვის არსებულ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად ხელს შევუწყობთ სანქციების დაწესებას ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა“, - განაცხადა მამულაშვილმა. მის მიერ დაფუძნებული „ქართული ლეგიონი“ ერთი თვის წინ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, გამოკითხვაზე იბარებს. მათ შორის არიან გელა კახაბრიშვილი, ვაჟა ცეცაძე, ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, ლაშა რუხაია და კონსტანტინე ჯღამაია.
აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომების ვეტერანმა, გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ სუს-ის გამომძიებლის შეკითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაზე დაუსვეს. სუს-მა დღეს, 24 ივლისს დაადასტურა მანამდე პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ იძიებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“, - განაცხადეს სუს-ში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როდის და რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით არის აღძრული, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას გულისხმობს.