საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნის დროს, არ დარჩენია შეგრძნება, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 3 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
„მე იქ ვიყავი. ვერ დავინახეთ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა ყოფილიყო. გამოძიება როდესაც ეხება ქვეყნის ტრაგედიას, ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. ეს ცალსახაა. რაც შეეხება წინაპირობას, მე პირადად, იქ ეს შეგრძნება არ დამრჩენია, რომ რაიმე წინაპირობა არსებობდა ამ მეწყრის“, - განაცხადა ბურჭულაძემ გორში, შინდისის გმირების მემორიალთან, სადაც პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შოვის ტრაგედიის შესახებ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.
რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამ დროისთვის ნაპოვნია 21 ცხედარი, საიდანაც 19 ამოცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. სტიქიის ადგილას სამაშველო ოპერაცია ღვარცოფის მოვარდნიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაიწყო, ტალახში მოყოლილი ადამიანები გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.
