თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება, რათა მათ ევროპაში ფრენა შეძლონ. ამის შესახებ მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტისა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელმა, ვიტალი ვანცევმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„ჩვენი პარტნიორები „ჯორჯიან ეარვეისიდან“ რუს მგზავრებს კარგ შეთავაზებებს უკეთებენ ტრანზიტის თვალსაზრისით, ხსნიან რეისებს ევროპაში - პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც პირდაპირი ფრენები ახლა დახურულია.
საბოლოო ჯამში, რუსეთის მოქალაქეებს თბილისში ექნებათ მეოთხე კარგი სატრანზიტო კვანძი სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ. ჩვენ და „ჯორჯიან ეარვეისი“ ვცდილობთ ისე მოვაწყოთ ის [ჰაბი], რომ ჩვენი მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს, რომ გადაჯდომას საათ-ნახევარი, დიდი დრო არ დასჭირდეს“, - განაცხადა ვანცევმა.
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და ქართული „ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვსა და თბილისს შორის მაისის ბოლოდან დაფრინავდნენ. ავიაკომპანიები თავიდან დღეში ერთ რეისს ასრულებდნენ, თუმცა 5 ივლისიდან „აზიმუტი“ დღეში უკვე ორჯერ დაფრინავს, ხოლო 6 ივლისიდან „ჯორჯიან ეარვეისმა“ კვირაში ოთხი ახალი რეისი დაამატა. გარდა ამისა, „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით ტრანზიტული ფრენებიც დაიწყო.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას შეშფოთებით უყურებენ. „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პირდაპირ ფრენები რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასასვლელს აძლევს, რადგან ევროპამ საკუთარი საჰაერო სივრცე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტა.
„პირდაპირი ფრენები მათ უკანა კარს უხსნის ევროპისკენ. ისევ და ისევ, მნიშვნელოვანია, რუსეთის მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ისინი იზოლირებულები არიან, რადგან მათმა მთავრობამ ომის დაწყება აირჩია... ასე რომ, თბილისამდე პირდაპირი ფრენების, შემდეგ კი საფრანგეთში თუ გერმანიაში გამგზავრების საშუალების მიცემა რუსეთის მოქალაქეებს აფიქრებინებს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ეს არ არის ნორმალური. სწორედ მათმა მთავრობამ დაარღვია მშვიდობა და სტაბილურობა, რომლის ასაშენებლად ჩვენ ყველამ ამდენი გავაკეთეთ ბოლო 75 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლების გამო „ჯორჯიან ეარვეისი“ და მისი პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი უკრაინის ხელისუფლებამ დაასანქცირა.
