ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ დღეიდან, მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ტრანზიტული რეისების შესრულება დაიწყო. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მაგალითად, 8 ივლისს, შაბათს, მოსკოვიდან გამოფრენილი მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სულ რაღაც საათ-ნახევარი გაჩერდებიან შემდეგ კი საფრანგეთის ზღვისპირა კურორტზე გაემგზავრებიან. ბილეთის ღირებულება 2206 ლარიდან იწყება.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ვებგვერდის მიხედვით, ქართული ავიაკომპანია მოსკოვიდან ტრანზიტულ რეისებს პარიზის, ამსტერდამის, ვენის, სალონიკის, მილანის, ბერლინის, თელ-ავივის და ლარნაკას მიმართულებებითაც შეასრულებს. მაგალითად, მოსკოვიდან პარიზის და მილანის მიმართულებით ტრანზიტული ფრენები ყოველ პარასკევს და კვირას განხორციელდება, ხოლო მოსკოვი-თბილისი-ბერლინის რეისები - ოთხშაბათ-შაბათს.
ქართული ავიაკომპანიის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ მოსკოვიდან ევროპის დედაქალაქებში ტრანზიტული რეისების შესრულება იყო დაგეგმილი.
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებაზე ფრენები, კვირაში 7 სიხშირით, 20 მაისს დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისის განკარგულებით, გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ თითქმის ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება. რუსეთში ფრენების გამო საქართველოს პრეზიდენტმა „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს არის ავიაკომპანია, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“. საპასუხოდ, თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და თქვა, რომ მას თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვებს, ვიდრე ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.
1-ელ ივლისს უკრაინის ხელისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. ისინი მოხვდნენ დამატებით 190 ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას შორის, რომლებსაც სანქციები რუსეთთან და უკრაინის წინააღმდეგ ომთან კავშირის გამო დაუწესდათ.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას შეშფოთებით უყურებენ. „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პირდაპირ ფრენები რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასასვლელს აძლევს, რადგან ევროპამ საკუთარი საჰაერო სივრცე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტა.
„პირდაპირი ფრენები მათ უკანა კარს უხსნის ევროპისკენ. ისევ და ისევ, მნიშვნელოვანია, რუსეთის მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ისინი იზოლირებულები არიან, რადგან მათმა მთავრობამ ომის დაწყება აირჩია.
მთელ ამ ევროპულ რეგიონში, 75 წლის განმავლობაში, შედარებით მშვიდობა და სტაბილურობა გვქონდა, ვიდრე რუსეთი კვლავ არ დაიწყებდა ომს. 2008 წელს აქ დაიწყეს ომი, 2014 წელს უკრაინაში შეიჭრნენ და ახლა ისევ დამანგრეველი მცდელობაა, გაანადგუროს უკრაინა, როგორც ერი, უბრალოდ რუსეთის იმპერიის აღდგენის ხარბი სურვილის გამო. ვფიქრობ, ბევრი შიშობს, რომ თუ ერთად და ძლიერად არ დავდგებით, პუტინი ვერ მიიღებს გზავნილს, რომ ასე ვეღარ გააგრძელებს, რომ ეს უნდა შეწყდეს. ასე რომ, თბილისამდე პირდაპირი ფრენების, შემდეგ კი საფრანგეთში თუ გერმანიაში გამგზავრების საშუალების მიცემა რუსეთის მოქალაქეებს აფიქრებინებს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ეს არ არის ნორმალური. სწორედ მათმა მთავრობამ დაარღვია მშვიდობა და სტაბილურობა, რომლის ასაშენებლად ჩვენ ყველამ ამდენი გავაკეთეთ ბოლო 75 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.