პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ წლის ბოლოსთვის ბანკების სუფთა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
„ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ჩვენ გვქონდა განხილვები და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების მოგება წელს, წლის ბოლომდე, 2 მილიარდი ლარი სუფთა მოგება. ამას გარდა, ჩვენი გადაწყვეტილებით და ინიციატივით, პარლამენტს რა თქმა უნდა, მივმართავთ ამის თაობაზე, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორმა 243 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია. მიმდინარე წლის 10 თვეში, 14 კომერციული ბანკის მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქედან წმინდა მოგება 1.775 მილიონი ლარს აღემატება. ამავე პერიოდში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 279 მილიონი ლარი გადაიხადეს.
მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ დანერგვა საქართველოში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. „ესტონური მოდელი“ გულისხმობს მოგების გადასახადის განაწილებული მოგების გადასახადით ჩანაცვლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, თავისუფლდება შესაბამისი გადასახადისგან. „ესტონური მოდელი“ საფინანსო სექტორისთვის 2019 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მაშინ ამ ვადამ 2023 წლამდე გადაიწია.