ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დელეგაცია დღეიდან საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. დელეგაცია 9 სხვადასხვა ქვეყნის 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
სადამკვირვებლო მისიას აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ტომ მალინოვსკი, საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩი, პერ ეკლუნდი და NDI-ის პრეზიდენტი, დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი გაუძღვებიან.
„ეს პირველი არჩევნებია, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ“, - განაცხადა მალინოვსკიმ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორებთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან.
არჩევნების დაკვირვებისას დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედია-გარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში.
უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო მისია საქართველოს 9 რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის, უბნების გახნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება.
„ეს არის შანსი, რომ განმტკიცდეს საქართველოს, როგორც მედეგი და მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიის, ადგილი გლობალურ არენაზე. ყველა პოლიტიური პარტიის პასუხისმგებლობაა აჩვენოს, რომ საქართველო, მიუხედავად მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, აგრძელებს პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით და არის გამჭვირვალე, პლურალისტური და დემოკრატიის ერთგული“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა.
NDI საქართველოში არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. ინსტიტუსის დირექტორის თქმით, საარჩევნო მისია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის დემონსტრირებაა, ხოლო მოახლოებული არჩევნები კი „ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა“.
არჩევნების შემდეგ, NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით.
