სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევის პარტიის „ნიხას“-ის წევრი, ალან ალბოროვი აირჩიეს. მან ალან თადტაევი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადადგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
დღეს, ე.წ. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა პირველ საკითხად თავმჯდომარის გადადგომა განიხილეს. ალან თადტაევი, რომელიც პარტია „ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენელია, პარლამენტის თავმჯდომარედ 2019 წლის ივნისში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აირჩიეს და უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ეწურებოდა.
„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა დავტოვო. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებთ გაუგებრობის, დაპირისპირების, ცალკეული დეპუტატების მიერ თავიანთი მოვალეობების ბოიკოტირების მაგალითებს, ნაკლებ კონსტრუქციულობასა და მუშაობას სამხრეთ ოსეთის ხალხის კეთილდღეობისთვის.
რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველანაირად ვცდილობდი, ყველა ფრაქციის დეპუტატებთან მოლაპარაკებას, მივდიოდი დათმობებზე, რომ პარლამენტს ნორმალურად ფუნქციონირება დაეწყო, მაგრამ უშედეგოდ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ვტოვებ იმ იმედით, რომ დეპუტატები დაიწყებენ მუშაობას იმ ხალხისთვის, ვინც ისინი აირჩია. მე ვემსახურები სამშობლოს!“, - განაცხადა თადტაევმა, რომელიც ე.წ. პარლამენტში მუშაობას ფრაქცია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე გააგრძელებს.
ალან თადტაევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თანაპარტიელია. ბიბილოვი წელს მეორე ვადით ცდილობდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას, თუმცა არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტია „ნიხას“-ის კანდიდატმა, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.
34-წევრიან ე.წ. პარლამენტში „ნიხას“-ს 4 დეპუტატი ჰყავს, ხოლო „ერთიან ოსეთს“ – 14. დანარჩენი 16 მანდატი სამ სხვა პარტიასა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის ნაწილდება.
დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ალან ალბოროვის კანდიდატურას 21 ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში სულ 33 წევრი მონაწილეობდა.
