პარლამენტში დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნებიდან“ საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატს, დავით სერგეენკოს, რომელმაც მარტში „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უწყდება. ამ საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება კომიტეტზე ეს საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

კობახიძის თქმით, დავით სერგეენკოსთან კონსულტაციები გაიმართება: „ჩვენ გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს ბატონ დავითს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია, თუ იგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება სხდომების ნახევარზე მეტს.

 „ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, 76 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოეთის გავლენის აგენტებად აცხადებდა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი კოვზანაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა, დავით სერგეენკომ, გიორგი ხელაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა და ქეთევან დუმბაძემ. კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ქეთევან დუმბაძემ და ირაკლი მეძმარიაშვილმა თქვეს, რომ მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მათი ხმა არასწორად აისახა. სხდომას არ ესწრებოდნენ ირაკლი კოვზანაძე, ელგუჯა გოცირიძე და ნინო იობაშვილი.

რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ბოდიში მოიხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, რომელმაც თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი“. მან ეს განცხადება მალევე წაშალა, შემდეგ კი თქვა, რომ მთავარია, საკუთარი პოზიცია გამოხატა და თუ რატომ აიღო პოსტი, „აღარ არის არსებითი“.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას ითხოვდა იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც რუსული კანონის მიღებას ხმა არ მისცეს.

მალევე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებად დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად. მანდატზე უარი თქვა ირაკლი კოვზანაძემ. პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომაც, რომლის თქმითაც, ამ საკითხზე პარტიის მენეჯმენტის შეჯერებულ პოზიციას ელოდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღებაზე უარი რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ თქვა. 7-9 მარტს ხელისუფლებამ აქციები ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.