„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და 13 მედიაორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ უპრეცედენტო ზეწოლა. ამასთან, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები:
- პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
- პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
- ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
- Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
- თავისუფალი პრესა შეზღუდვების გარეშე (FPU)
- ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის (JFJ)
- საერთაშორისო მედია მხარდაჭერა (IMS)
- მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI)
- მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB)
- PEN International
- სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD)
- ქეითი კილი, ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში, მისურის ჟურნალისტიკის სკოლა
- ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა)
- IRMI - რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი (უკრაინა)
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელთან სამი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს. ამასთან, ის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული.
