საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქსენოფობიაა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა. მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვარს უკონტროლოდ კვეთენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ეს ოკუპაცია არის დასასრულებელი და რაც მთავარია ამ ოკუპაციის დასრულება მნიშვნელოვანია დამატებითი მსხვერპლის გარეშე და არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოუდგენია, რომ ცეცხლით და მახვილით უნდა იყოს საქართველოში ბრძოლა.
რაც შეეხება რუსებს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში - ამასწინათ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებული ქსენოფობიური განცხადება, რუსული ენის გაგონება რომ პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ, საქართველოში 10 000-ზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომლისთვისაც რუსული ენა მშობლიური ენაა. საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე არის ქსენოფობია, რაც არის დასაძრახი. არ მიკვირს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან, მან სადაც კონსტიტუცია დაარღვია...“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბერში ისაუბრა ტელეკომპანია CBS-ის მიერ საქართველოზე მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც რუსეთის ოკუპაციას ეხება.
„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც შენს საკუთარ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე ლაპარაკობენ, იქცევიან და სჯერათ, რომ სახლში არიან. ეს ზღვარი უნდა შენარჩუნდეს, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს თავისი საყვარელი დოქტრინის - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის გამოყენების საშუალებას მისცემს“.
კითხვაზე, რატომ არ ამბობს უარს საქართველო რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვებაზე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება: „მე არ მაქვს აღმასრულებლის ძალა, სამწუხაროდ“, - თქვა მან.
2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 62 300 მოქალაქე დარჩა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21 326 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში. 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.