„ხომ თქვეს, 170 კვლევაა ჩატარებულიო, რაც მე ვნახე, ეს არ არის 170 კვლევის შედეგი, არ არის სრულყოფილი კვლევა ამხელა მასშტაბის პროექტისთვის. თუ ამის მიღმა კიდევ არის რამე, გამოაქვეყნონ, რადგან რაც ვნახე, როდესაც ასეთი ტიპის გვირაბს და მითუმეტეს, ასეთი ტიპის ბურჯებს, გზებს აშენებ, სეისმური მაჩვენებელი უმნიშვნელოვანესია. სეისმოლოგიიდან იწყება სურათის აწყობა იმიტომ, რომ მიწისძვრაა ძალა, რომელიც ატრიგერირებს კატასტროფებს. ჩავიხედე და გადმოკოპირებულია ჩვენი 1999 წლის კვლევა, რომელსაც აღარ ვიყენებთ, დაძველდა. სეისმური მაჩვენებელი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იცვლება. 23 წლის უკან სეისმური ქსელი საერთოდ არ გვქონდა, მიწისძვრებს ვერ ვაკვირდებოდით, ტექტონიკის შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
იქ დევს ისტორიული მიწისძვრების რუკა, რომელიც 2016 წელს გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ არის გამოცემული. ეს საერთოდ არ არის საყრდენი მასალა ამ კვლევისთვის, ანუ ფაქტობრივად კვლევა ჩატარებული არ არის. ეს არის 1999 წელს არსებული კვლევის ზოგადი მიმოხილვა და ამას ეფუძნება ქვეყანაში ყველაზე რთული ტექტონიკის მქონე მონაკვეთის აოხრება. საბედნიეროდ, ამ ქვეყანას ჰყავს ავტორიტეტული გეოლოგები და იქ რაც ხდება, არის აოხრება“, - აცხადებს თეა გოდოლაძე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი რიკოთის მონაკვეთზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საშიში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, 30 მარტის შემდეგ რიკოთის საუღელტეხილო გზა ჩაკეტილია.
გოდოლაძის თქმით, იტალიური კომპანია, რომელიც გეოლოგიური კუთხით მომზადებული დოკუმენტის ავტორია, წერს, რომ ახალმა კონსტრუქციებმა შეიძლება მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
„ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის არასწორი სამშენებლო გადაწყვეტილება - არ შეიძლება ასეთი გეოლოგიის პირობებში ასეთი დაფერდებების გაკეთება, ასე ჩამოჭრა. იმდენად არასწორად ჩავერიეთ გარემოში ამ მშენებლობით, რომ აღვძარით მეწყერები.
ერთი დეტალი აქვთ კვლევაში, რამაც ყურადღება მიიქცია - ტექტონიკური საზღვარიო. ტექტონიკური საზღვარი კი არაა, რღვევაა იქ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რღვევა ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი პოტენციალი შეიძლება განავითაროს ამ რღვევამ მიწისძვრის კუთხით. იქ აქვთ აღებული ისეთი აჩქარებები (სეისმური დატვირთვები), რომლებიც არარელავანტურია ამ პროექტისთვის. საერთოდ დათვლილი არ არის, ზოგადი სეისმური რუკიდან არის აღებული. ის რუკა ცხრაჯერ გამოვცვალეთ. თავის დროზე ეს კვლევა არ გამოდგებოდა ასეთი კონსტრუქციის ასაშენებლად, რადგან როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს ვაკეთებთ, მსოფლიო სამშენებლო რეკომენდაციაა ლოკალური სეისმური საფრთხის შეფასება. რეგიონში, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ერთ-ერთი ურთულესი გეოლოგიაა“, - აღნიშნა თეა გოდოლაძემ საქართველოს რადიოს ეთერში.
3 მარტს გამართულ ბრიფინგზე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა თქვა, რომ პირველადი კვლევების შედეგები კვირის ბოლომდე ექნებათ და შემდეგ გადაწყდება ამ მონაკვეთზე მოძრაობა როდის აღდგება. მანამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზეა გადართული.