აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი 30 მარტის შემდეგ ჩაკეტილია მეწყრული პროცესების განვითარების გამო. დღეს, 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა თქვა, რომ პირველადი კვლევების შედეგები კვირის ბოლომდე ექნებათ და შემდეგ გადაწყდება ამ მონაკვეთზე მოძრაობა როდის აღდგება. მანამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე იქნება გადართული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან. თოვლის დნობის შედეგად, გზის სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, ზემოთ განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ბზარების ზრდის და მეწყერის ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეგვეზღუდა.
ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კილომეტრზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისთვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.
ის ამტკიცებს, რომ როდესაც რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა გადაწყდა, საპროექტო გადაწყვეტების მიღებამდე, წინასწარ, დაახლოებით 170 ჭაბურღილი იყო მოწყობილი გეოლოგიური კვლევისთვის უშუალოდ რიკოთის პირველ მონაკვეთზე, სადაც ახლა მეწყრული პროცესები განვითარდა. მისივე თქმით, მხოლოდ ამის შემდგომ მომზადდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილება, დაიგეგმა და გაკეთდა პროექტი ამერიკულ-თურქული, მსოფლიოში ერთი-ერთი საუკეთესო კონსორციუმის მიერ.
„რიკოთი არის გეოგრაფიულად და რელიეფურად ყველაზე რთული მონაკვეთი მშენებლობისთვის. აღნიშნული მონაკვეთის ყველა მშენებარე კომპანია შერჩეულია საერთაშორისო სატენდერო პროცედურების მკაცრი დაცვით და ამ პროცედურებს აკვირდებიან შესაბამისი დონორი ორგანიზაციები. ყველა კომპანია, რომელიც აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს, არის შესაბამისი გამოცდილების, რომელიც არაერთ ქვეყანაში ახორციელებს მსგავს პროექტებს“, - თქვა წერეთელმა და აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის სხვა მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და 149-ეკილომეტრზე მიმდინარე კვლევები ხელს არ შეუშლის მთლიანი პროექტის სამუშაო პროცესსა და მისი დასრულების ვადებს.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კილომეტრიან გზაზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის მხოლოდ 6 კილომეტრზე მიმდინარეობს. კერძოდ, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარისა და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც მოძრაობას ხელს უშლის.
19 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზა ჩაკეტა.
13 მარტს, მეწყერი ჩამოვიდა უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მე-10 კმ-ზე და გვირაბის ნაწილი დააზიანა.
21 თებერვალს, სამტრედია-გრიგოლეთის ახალაშენებული საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე (ავტობანი), რომელიც ოფიციალურად ჯერ გახსნილი არ იყო, თუმცა ავტომანქანები უკვე მოძრაობდნენ, ხიდი ჩაინგრა. დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, მძღოლი გადარჩა.