თბილისში მცხოვრები რუსი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის ხელმძღვანელი მაქსიმ ივანცოვი, რომელიც საქართველოში ხელს უწყობდა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას, ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. ივანცოვი ამბობს, რომ მესაზღვრეებმა რუსეთის და საქართველოს მტერი უწოდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„არ შემიშვეს, რადგან ფართი გამოვყავით ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პრობლემები მხოლოდ მე არ შემქმნია. დიდი ხანია, რაც საქართველოს ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის შესახებ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც“, - აცხდებს ივანცოვი, რომელიც ვილნიუსიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 25 თებერვალს, ღამით ჩამოფრინდა.
აქტივისტის თქმით, აეროპორტში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. გარდა ამისა, ადვოკატთან დაკავშირება სურდა, თუმცა ამის საშუალება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
„იცინოდნენ და პასუხად ალბათ 20-ჯერ დამემუქრნენ რუსეთში გაშვებით. თვითმფრინავის კაპიტანმა პოლიციელებს უთხრა, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ უკანონობა იყო და ბორტზე ჩემს აყვანაზე უარი თქვა. ამის შემდეგ რაღაც ოთახში ჩამკეტეს და ნივთების დიდი ნაწილი, მათ შორის მთელი ტექნიკა წამართვეს“, - აცხადებს მაქსიმ ივანცოვი. მისი თქმით, არ მიუღია განმარტება, თუ რატომ იყო ჩაკეტილი.
„პოლიციელები მუდმივად მოდიოდნენ და მაძალებდნენ, გავფრენილიყვი. ამას არ ვთანხმდებოდი და ადვოკატთან დალაპარაკებას ვითხოვდი. მეუბნებოდნენ, რომ რუსეთის და საქართველოს მტერი ვარ, საქართველო კი თავად არიან. დაახლოებით დილის 5 საათზე ისევ მოვიდნენ და მითხრეს, თუ არ წავიდოდი, ძალით წამიყვანდნენ. ცვლის უფროსმა ხელის კვრა დამიწყო, მიტრიალდა და თავის ქვეშევრდომებს რატომღაც თეთრი ხელთათმანების ჩაცმა უბრძანა. მაშინ მოვიდა „კეთილი პოლიციელი“ და მითრხა: აქ არავის უცემიხარ და არც გცემსო. მე ვუთხარი, რომ უკვე მკრეს ხელი, მან კი მითხრა, რომ არ ვუცემივარ. დავნებდი და გავფრინდი. უნგრეთში გამგზავნეს. „ვიზეარი“ იქ მიფრინავდა“.
აქტივისტი აცხადებს, რომ ისევ შეეცდება საქართველოში შემოსვლას. „გავასაჩივრებ გადაწყვეტილებას, ჩემს მიმართ მოპყრობას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივალ“, - აღნიშნავს ივანცოვი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში გადმოსახლებულ რუს პოლიტიკურ აქტივისტს ქვეყანაში ხელახლა შემოსვლაზე უარი ეთქვა. ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ მხოლოდ გასულ კვირაში საზღვრიდან უკან რუსეთის ორი მოქალაქე გააბრუნეს.
„ორივე შემთხვევაში, უკან დასაბრუნებელი რეისის მოლოდინში მყოფ აქტივისტებს საქართველოს აეროპორტებში პოლიციამ კომუნიკაციის საშუალება არ მისცა.
ეს შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ იმ ადამიანების უფლებების დარღვევად, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო ჩამოერთვათ შესაძლებლობა დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში, რომელიც მათი ერთადერთი სახლია, არამედ ასევე, პოლიტიკურ ზეწოლად იმ ხალხსა და ჯგუფებზე, რომლებიც არ იზიარებენ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას“, - აცხადებს კუროპტევი.
საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი ბორის ნადეჟდინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი რეგისტრაციისთვის რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეგროვდა, მათგან დაახლოებით 5000 - საქართველოში. 8 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9000-მდე ხელმოწერის ნამდვილობა არ აღიარა და ნადეჟდინს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.