„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლოში მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სარჩელზე, რომელიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის გაუქმებას ეხებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი „ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას“, რაც ხელს უწყობს „სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“.
„კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2024 წლის ივლისში მიმართა, რადგან მიაჩნდა, რომ კანონის არაერთი ნორმით საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რიგი ძირითადი უფლებები ირღვევა, ხოლო მთლიანად კანონი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მეხუთე პრეზიდენტი რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვდა. ამავე მოთხოვნებით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ სამი სარჩელი შევიდა.
2024 წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ არსებითად განსახილველად მიიღო. ამავე დროს, 6 ხმით 2-ის წინააღმდეგ, სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა. ამ საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდათ გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.
