ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) მსოფლიოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2022 წელს საქართველოს პროგრესსა და გამოწვევებსაც აფასებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაშია და შესაბამის კანონმდებლობას ეფუძნება.
„2022 წელს მიღწეული იქნა პროგრესი საარჩევნო სისტემის და საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვის უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. ჯერ კიდევ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროკავშირის შეფასებით, კვლავ შემაშფოთებელია მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ევროკავშირის საქმიანობის მიმოხილვის ნაწილში ნათქვამია, რომ „2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რათა მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს“. ასევე, ევროკავშირი ხელს უწყობდა ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას, გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვას.
ყოველწლიური ანგარიში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ანგარიშს წარმოადგენს. იგი მიმოიხილავს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის მიმართულებით ევროკავშირის საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
