„ვითხოვ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“, - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ბორელის შეფასებით, ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ასევე ამობს, რომ პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს სთხოვა, „საქართველოში არსებული მძიმე ვითარების“ სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. მან ეს საკითხი ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშიც შეიტანა.
„საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან“ - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები: „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10%), „ძლიერი საქართველო“ (8.8%) და „გახარია საქართველოსთვის“ (7.7%). მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა. 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ოპოზიციონერებმა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც გააჟღერეს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.
