საია 2263 ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა, 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, შესაბამისი საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი აქვთ. მათი დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საიას შეფასებით, კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში.

ფარულობის პრინციპის დარღვევა, ასევე, არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას“.

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ეს მუხლი კონვენციისა და დამატებითი ოქმების სხვა ფუნდამენტური უფლებებისგან განსხვავდება იმით, რომ, იგი აწესრიგებს მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის ვალდებულებას, ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას.

მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე.

მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ,

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი, ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპებს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით ცესკომ საიას აცნობა, რომ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ეს პირობა ვერ შესრულდა.

ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბის და სისტემურობის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ პროკურატურასაც მიმართა ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.