სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1855 ლარი შეადგინა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 16.3%, ანუ 260.4 ლარით არის გაზრდილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სფეროშია - 1039 ლარი, ასევე, წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროში - 1150 ლარი; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სფეროში - 1234 ლარი.
ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თბილისშია და 2160 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი კახეთში - 1160 ლარი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 946 ლარი.
მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 293 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2007 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება ინფორმაცია და კომუნიკაციის სფეროში (4073 ლარი, გაიზარდა 18.6%-ით), ასევე, მშენებლობაში (3037 ლარი, გაიზარდა 31.8%-ით).
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199 ლარით (14%) გაიზარდა და 1579.5 ლარი შეადგინა. შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს (2807 ლარი).
საქსტატის თანახმად, მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1459 ლარით, ხოლო კაცების - 2233 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193 ლარი (15%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 329 ლარი (17%). კაცების ხელფასი ქალებისას ყველა სექტორში აღემატებოდა.
