ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს. მზია ამაღლობელი სხდომას დისტანციურად, რუსთავის N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან ერთვება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ამაღლობელმა განაცხადა, რომ საქმე და „მოწმე პოლიციელების“ ჩვენებები, გაყალბებილია.
„საქმე, რომელსაც განიხილავთ და რასაც მე მოვუსმინე, გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული.
ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად დავაკარი, სრულიად გააზრებულად, რაც იყო იმ უკანონო დაკავებებზე პროტესტის გამოხატვა, რაც 11 იანვარს ჩემს მისვლამდე განხორციელდა პოლიციის სამმართველოს შენობის წინ“, - თქვა ამაღლობელმა.
ბრალდებულის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს პოლიციელები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ, რადგან არც ასეთი ქმედებები ჩაუდენია და არც მოწოდებები ყოფილა.
„ასევე, იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდაო. ესეც სიცრუეა, იმიტომ, რომ ვერ ნახავთ კადრს ან ადამიანს, რომელიც ამას დაადასტურებს, თუ არ ჩავთვლით თავად მათ ჩვენებებს. ზოგადად, საზოგადოებრივ სივრცეში და საჯაროდ, 50 წლამდე ვარ და არასოდეს არავისთვის მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. კარგი იქნება, სასამართლომ მე და ჩემს ადვოკატებს მოგვცეს იმის უფლება, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.
საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მზია ამაღლობელის ადვოკატების მოთხოვნაა, მოწმის სახით დაიკითხონ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამაღლობელის დაკავებაში.
„ამ ადამიანების დაკითხვას ჩვენ ვითხოვთ იმ გარემოებების გამო, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ დაკავების პროცესში და ოქმში წერია სხვა პოლიციელების მონაცემები. მათთან გვქონდა ეს კითხვები - რის საფუძველზე დააკავეს მზია ამაღლობელი და როდესაც ამბობენ, რომ 150-ე მუხლით მოხდა დაკავება, რატომ შეადგინეს ოქმი სხვა მუხლით. თუმცა, დაიკითხებიან თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს არერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სამართალდარღვევა მზიას არ ჩაუდენია“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, სამმართველოს შენობის ღობეზე სტიკერის - წარწერით „იფიცება საქართველო“ - გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ადვოკატების მტკიცებით, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი გაყალბებულია. კერძოდ, ოქმის მიხედვით, ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავეს. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელს აკავებენ მას შემდეგ, რაც ღობეზე სტიკერი გააკრა. ადვოკატების განმარტებით, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა არ არის, რის გამოც პოლიციამ ოქმი გააყალბა და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, ოქმში მითითებულია, თითქოს მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვაზაძემ დააკავა, მაშინ, როდესაც ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ დამკავებელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელიაა.
გაყალბებული ოქმი საფუძვლად დაედო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას. პროკურატურის მიერ დასახელებული ერთ-ერთი გარემოება, რაც 14 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გაიზიარა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე იყო.
