საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საშუალება, გადაწყვიტოს ძალიან ღრმა კრიზისი - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთელი ძალისხმევა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სხდომა დანიშნოს და განიხილოს სარჩელი, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებაა მოთხოვნილი. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სარჩელის „პოზიტიურად გადაწყვეტა“ ქვეყანას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პირველი ეტაპი, ქმედება, რაც უნდა დაიწყოს და დაიწყება ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს აქვთ ხელში უზარმაზარი საშუალება, რომ გადაწყვიტონ ძალიან ღრმა კრიზისი ქვეყანაში.

ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, არც ნიშნავს სხდომას. ასე რომ, მთელი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების, ამ დღეებში, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე.

„სტატუს-კვო ანტე“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ შემდგარა და პარლამენტი არ არის ლეგიტიმური.

„ძველი პარლამენტი დაბრუნდება და ჩვენ გვექნება გარდამავალი, ძალიან სტაბილური სვლა ახალი არჩევნებისკენ. პირველი ეტაპი არის ეს საკონსტიტუციო სარჩელი, მაგრამ ამის იქით ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელიც ასევე არის კონსტიტუციური მოთხოვნა:

როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი გზა სტაბილური, მშვიდობიანი, არის ახალი არჩევნები. არავის გამოუგონია სხვა რამ, ყველა სხვა გზა მიდის უფრო მეტი არასტაბილურობისკენ.

თუ გვინდა, გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს, უნდა მივცეთ მის მოსახლეობას საშუალება, დაიბრუნოს თავისი ხმა, ხელახლა გამოხატოს თავისი ნამდვილი ნება, გაყალბების გარეშე.

ყველამ და პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ერთად უნდა შეიმუშაონ, როგორი უნდა იყოს პირობები ახალი არჩევნების, რათა ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში და არ მივცეთ იგივე ბერკეტები გაყალბებისა. არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი, რათა დაცული იყოს რეალურად ეს არჩევნები. ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ ჩვენ არჩევნების დაცვის ეს გეგმა წარმოვადგინოთ თუნდაც, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც მზადდება ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა. ის არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის გამო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. იგივე მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს მეათე მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.

25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა და 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, ხოლო 28 ნოემბერს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არ ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. შესაბამისად, პარლამენტი და მისი ყველა გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნევა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.